ბარსელონას აღარ სურს, რომ გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი ტერ შტეგენი იყოს

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონას ხელმძღვანელობას აღარ სურს, რომ გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყოს

ივლ. 25, 2025 - 23:27
 0
ბარსელონას აღარ სურს, რომ გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი ტერ შტეგენი იყოს
ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონას ხელმძღვანელობას აღარ სურს, რომ გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყოს.

მთელი სამწვრთნელო შტაბი და მმართველო ბორდი შეთანხმდა, რომ ბარსელონას გერმანელ მეკარეს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ტერ შტეგენის არასტაბილურობამ და ხშირმა ტრავმიანობამ განაპირობა, რაც, როგორც ჩანს, აღარ შეიცვლება.

ზოგადად, ტერ შტეგენს ბარსელონაში ცუდი პერიოდი უდგას. ფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ მეკარე მეტ პატივისცემას იმსახურებს, ნაწილი კი იმას ამბობს, რომ მარკის დრო ბარსელონაში დასრულებულია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow