"მსოფლიოში საუკეთესოა" - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი გამოარჩია

დღეს, 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ნიცას" უმასპინძლებს....

აპრ. 25, 2025 - 11:26
 0
"მსოფლიოში საუკეთესოა" - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი გამოარჩია
დღეს, 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ნიცას" უმასპინძლებს. მორიგი მატჩის მოლოდინში, პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენციაზე გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, პსჟ-ს პორტუგალიელი ნახევარმცველი, ვიტინია, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა თავის ამპლუაში:

"ვიტინიას პოზიციაზე მასზე უკეთეს მოთამაშეს ვერ ვხედავ. ის, ჩემი აზრით, ამ დროისთვის საუკეთესო ნახევარმცველია," – აღნიშნა ენრიკემ.

ვიტინია პარიზულ კლუბს 2022 წელს შეუერთდა პორტუგალიური "პორტოდან", ტრანსფერის თანხამ კი 41.5 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში მან უკვე 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა, ასევე 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow