მძიმე ბრძოლაში - კონფერენს ლიგაზე "ტორპედომ" და "დილამ" მარცხი იწვნიეს

მძიმე ბრძოლაში - ქუთაისის "ტორპედო" კვიპროსში "ომონიასთან" დამარცხდა

ივლ. 25, 2025 - 02:57
 0
მძიმე ბრძოლაში - კონფერენს ლიგაზე "ტორპედომ" და "დილამ" მარცხი იწვნიეს

დღეს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ორმა ქართულმა კლუბმა უკვე ითამაშა.

ქუთაისის "ტორპედო" კვიპროსში "ომონიას" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. ხოლო გორის "დილა" ლატვიაში ჩავიდა და ადგილობრივ "რიგასთან" 1:2 დამარცხდა.

გორელთაგან ერთადერთი გოლი მეტოქის სენეგალელი მცველის, მუჰამედ ნგუმისგან გავიდა, სადაც "დილას" შემტევის, დეო ბასინგას აქტიურობა იყო აღსანიშნავი.

მაშ ასე, ორივე ქართული კლუბი მომდევნო ეტაპს 1-ბურთიანი ჩამორჩენით ხვდება, წინ კი საპასუხო შეხვედრებია საშინაო არენაზე, "რამაზ შენგელიასა" და "თენგიზ ბურჯანაძეზე". მატჩები 31 ივლისს შედგება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow