ანსუ ფატი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს
იტალიური მედიის ცნობით, ანსუ ფატის კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 22 წლის ესპანელი...

როგორც ირკვევა, მონაკოელებს ფატის იჯარით აყვანა სურთ, ხელშეკრულებაში კი მისი გამოსყიდვის უფლება იქნება ჩადებული. თავის მხრივ, „ბარსელონა“ მომავალში ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.
ფატი ერთ დროს კატალონიური გრანდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტალანტად ითვლებოდა და მას „მესის მემკვიდრეობაც“ კი მიაკუთვნეს. თუმცა ხშირი ტრავმების გამო მისი პროგრესი მნიშვნელოვნად შეჩერდა.
გასულ სეზონში ანსუ ფატი იჯარით „ბრაიტონში“ თამაშობდა, წელს კი „ბარსელონაში“ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანად თავი ვერ გამოიჩინა.
ახლა მისი მიზანია, კარიერის ახალი ეტაპი წარმატებით დაიწყოს და საფრანგეთში სათამაშო პრაქტიკა და სტაბილურობა დაიბრუნოს.
What's Your Reaction?






