"სრულ ჭკუაზე არ ვართ, ხვიჩას თამაში ამას გვაგონებს" - პარიზული მედია
ფრანგული გამოცემა Le Parisien „პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ აქებს და მასზე სტატიას აქვეყნებს..

„კვარაცხელია თითქოს სხვა ეპოქიდან დაბრუნდა – მისი სტილი, ხასიათი და გარეგნობა 70-იან წლებს მოგვაგონებს. ქართველი მოთამაშე მალევე იქცა გულშემატკივრების ფავორიტად და მან პარიზის ცივ გარემოში სითბო შემოიტანა,“ – ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, ქართველი შემტევისთვის რამდენიმე წარმატებული გარღვევა მარცხენა ფლანგზე საკმარისი აღმოჩნდა, რომ „პარკ დე პრენსის“ ტრიბუნებზე მისი სახელი სკანდირებდეს. გულშემატკივრებმა მას უკვე მიძღვნეს სიმღერაც – რაც განსაკუთრებული აღიარების ნიშანია.
კვარაცხელია „პსჟ“-მ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ნეაპოლი როგორც გმირმა დატოვა და თავისი გამოსვლებით მალევე დაიმსახურა დიეგო მარადონას სახელთან ასოცირებული მეტსახელი – „კვარადონა“.
What's Your Reaction?






