ნაპოლის კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს ტრანსფერისთვის 2 იტალიური კლუბი იბრძოლებს
ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩოს შეძენით ახლა უკვე „იუვენტუსიც“ არის დაინტერესებული....

სანჩომ გასული სეზონი იჯარით „ჩელსიში“ გაატარა, თუმცა ლონდონურმა გუნდმა მისი გამოსყიდვა არ გადაწყვიტა. ამ დროისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონ ევროს ითხოვს და მზადაა მოლაპარაკებებისთვის.
„იუვენტუსის“ ჩართვამ პროცესში შესაძლოა სერია A-ს სატრანსფერო ბაზარზე ახალი კონკურენცია წარმოშვას, სადაც სანჩოს ჩამოსვლა ერთ-ერთი ხმაურიანი მოვლენა იქნება.
What's Your Reaction?






