ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”
სააგენტო "პარალელი" ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!” “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან: “არასწორად გამოყენებულ სიტყვა ბოიკოტზე მინდა დავწერო. უფრო სწორად კი იმაზე, რასაც რეალურად ვგულისხმობთ: ართანამშრომლობას + წინააღმდეგობაზე. “ბოიკოტი” არჩევნებზე მისვლაზე მეტად, ანუ ე.წ. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებზე მეტად, საარჩევნო ბიულეტინის შინაარსში აისახება: როცა არცერთი მეინსტრიმული პარტია არ მონაწილეობს, თან კონტექსტი იმგვარია, რომ თიტქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ამ დროს […] ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან:
“არასწორად გამოყენებულ სიტყვა ბოიკოტზე მინდა დავწერო. უფრო სწორად კი იმაზე, რასაც რეალურად ვგულისხმობთ: ართანამშრომლობას + წინააღმდეგობაზე.
“ბოიკოტი” არჩევნებზე მისვლაზე მეტად, ანუ ე.წ. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებზე მეტად, საარჩევნო ბიულეტინის შინაარსში აისახება: როცა არცერთი მეინსტრიმული პარტია არ მონაწილეობს, თან კონტექსტი იმგვარია, რომ თიტქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ამ დროს a priori გამორიცხულია ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება. ზუსტად ამ მიმართულებით ქმნის რისკს 2 მეინსტრიმული პარტიის არჩევნებში მონაწილეობა. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა, იმედია, ეს პრობლემა ამ პარტიების პრობლემად დარჩება და არა ჩვენი სამშობლოსი.
არ გაგიგიათ “ბოიკოტის” (შეგახსენებთ, ეს უდრის ართანამშრომლობას + წინააღმდეგობას) რეალური შედეგები სადმე დამდგარიყოს? ეს როგორ?
– აბა რამ გამოიწვია რეჟიმის არაღიარება?
– აბა რამ გამოიწვია სანქციები?
– აბა რამ შექმნა ობიექტური წინაპირობა იმისა, რომ პროტესტი უწყვეტია და რეალურ შედეგზე გასვლის არათუ იმედი არსებობს, არამედ ურყევი რწმენაც?
-აბა რატომ სხედან ადამიანები ციხეებში და იქ ხელები კი არ ჩამოუშვეს, არამედ აქამდე არნახული მორალური უპირატესობა მოიპოვეს?
-აბა რატომ აყროლდა ივანიშვილის ხელისუფლების ოლიგარქიული პირამიდა, რომელიც ძალიან მდგრადი იყო მანამდე?
ვინც ფიქრობს რომ ეს თავისით მოხდა, ღრმად ცდება.
მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირი ასეთია: “ბოიკოტით” მორყეული სისტემა – რეჟიმის აყროლებაა. ასეა და არა პირიქით. ყოველთვის და ყველგან ასეა, არა მარტო ოლიგარქიულ საქართველოში.
და ბოლოს და ბოლოს: როცა რაციონალურად ვერ ირებ გადაწყვეტილებას, მაშინ მორალურ იმპერატივს უნდა მიყვე. მორალური იმპერატივი კი მკაფიოდ დაგვიდგინა საზოგადოებამ:
ართანამშრომლობას + წინააღმდეგობა = “ბოიკოტს” და არანაირი ადგილი არჩევნებისთვის ამ ერთადერთ სწორ (პრაგმატულადაც და მორალურადაც) განტოლებაში უბრალოდ არ არსებობს.
ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – აცხადებს ნიკა გვარამია.
What's Your Reaction?






