ნოდარ ლომინაძის თაობაზე დინამო თბილისსა და ეშტორილს შორის შეთანხმება შედგა
ნოდარ ლომინაძის თაობაზე დინამო თბილისსა და ეშტორილს შორის შეთანხმება შედგა - 23 წლის ნახევარმცველი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

"ნოდარ ლომინაძის თაობაზე დინამო თბილისსა და ეშტორილს შორის შეთანხმება შედგა - 23 წლის ნახევარმცველი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს.
ნოდარ ლომინაძე ჩვენი აკადემიის აღზრდილია და დინამოს პირველი გუნდის მაისურით ეროვნული ჩემპიონატის 41 მატჩი აქვს ჩატარებული. 2022 წელს ნოდარ ლომინაძე დინამოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა
ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ლომინას აქ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში", - წერს დინამო სოც.ქსელში.
What's Your Reaction?






