"მანჩესტერ სიტი" ეტიჰადის სტადიონის ტერიტორიაზე დე ბრუინის ქანდებას აღმართავს
"მანჩესტერ სიტი" ეტიჰადის სტადიონის ტერიტორიაზე დე ბრუინის ქანდებას აღმართავს

როგორც ცნობილია, ქანდაკება ერთ-ერთ მთავარ შესასვლელთან განთავსდება და სიმბოლურად აღნიშნავს დე ბრუინის ეპოქალურ წვლილს კლუბის ისტორიაში.
33 წლის დე ბრუინი "სიტიში" 2015 წელს ვოლფსბურგიდან გადავიდა და თითქმის ათწლიანი გამორჩეული კარიერა სწორედ ამ სეზონით ასრულებს ინგლისურ კლუბში. მან კლუბთან ერთად მოიგო: პრემიერ ლიგა (6x); ინგლისის თასი (2x); ინგლისის ლიგის თასი (5x); ინგლისის უპერთასი (3x); ჩემპიონთა ლიგა; უეფას სუპერთასი; საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.
დე ბრუინი აღიარებულია არა მხოლოდ კლუბის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად, არამედ ინგლისის პრემიერ ლიგის თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ შემოქმედად. მისი ხედვა, პასის სიზუსტე, თამაშის ორგანიზება და ლიდერული თვისებები განსაზღვრავდა "მანჩესტერ სიტის" ტიტულებით გაჯერებულ ერას.
ქანდაკების დადგმა კლუბის მხრიდან ღრმა მადლიერებისა და პატივის გამოხატულებაა – ეს სიმბოლო მომავალ თაობებს შეახსენებს ბელგიელი ვარსკვლავის უდიდეს წვლილს "სიტის" ოქროს ხანაში.
What's Your Reaction?






