“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს” – პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის მიერ გადახდილ გირაოზე

სააგენტო "პარალელი" “ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს” – პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის მიერ გადახდილ გირაოზე “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე: “იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება გიორგი ვაშაძის რეჟიმის მიერ დაპატიმრება: პირველი – გირაო არის წინასწარი აღკვეთის ღონისძიება, იმისთვის რომ გაქცევას და დამალვას არ აპირებ. მეორე – ეს არ გათავისუფლებს რეჟიმის მიერ დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნისგან. პროცესი […] “ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს” – პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის მიერ გადახდილ გირაოზე პარალელი

მაი. 23, 2025 - 02:57
 0
“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს” – პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის მიერ გადახდილ გირაოზე

სააგენტო "პარალელი"
“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს” – პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის მიერ გადახდილ გირაოზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება გიორგი ვაშაძის რეჟიმის მიერ დაპატიმრება:

პირველი – გირაო არის წინასწარი აღკვეთის ღონისძიება, იმისთვის რომ გაქცევას და დამალვას არ აპირებ.

მეორე – ეს არ გათავისუფლებს რეჟიმის მიერ დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნისგან. პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი არ მოგიწევთ ლოდინი.

მესამე – რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია, გათიშვა პროცესისგან. უბრალოდ დაფიქრდით, თქვენც იგივე მიზნები და ამოცანები როგორ შეიძლება გქონდეთ.

მეოთხე – პრინციპულობა ასევე ნიშნავს აკეთო ის, რაც სწორი გგონია, და არა გდაიხარ-გადმოიხარო ლერწამივით იმის მიხედვით, ვინ რას იტყვის.

და მეხუთე – ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს” – პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის მიერ გადახდილ გირაოზე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow