"ოდიშარიას ხიხონში გადასვლის იმედი აქვს" - ესპანური გამოცემა

La vozde Asturias-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველ ფეხბურთელ ლაშა ოდიშარიას ესპანურ ხიხონში გადაბარგების დიდი იმედი აქვს

აგვ. 15, 2025 - 20:27
 0
"ოდიშარიას ხიხონში გადასვლის იმედი აქვს" - ესპანური გამოცემა
La vozde Asturias-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველ ფეხბურთელ ლაშა ოდიშარიას ესპანურ ხიხონში გადაბარგების დიდი იმედი აქვს:

22 წლის ლაშა ოდიშარიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები ლატვიურ რფს-სთან დროებით შეჩერდა. ფეხბურთელის გარემოცვის წევრები იმედოვნებენ, რომ, თავდაპირველი უარის მიუხედავად, ლატვიელებს ოდიშარიას ესპანეთში იჯარით გაშვებაზე დაითანხმებენ.

ოდიშარიას რფს-ში ბოლო მატჩები არ უთამაშია. ლატვიელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს საზარდული აწუხებდა და გუნდს ევროპა ლიგაზე ფინურ „კუოპიოსთან“ ამიტომ ვერ დაეხმარა. ლატვიელებმა 2024 წლის იანვარში „დინამო თბილისს“ ოდიშარიას ტრანსფერში დაახლოებით 350 000 ევრო გადაუხადეს, მაგრამ ახლა თავად უფრო დიდი თანხა მოითხოვეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოდიშარიას ტრანსფერი ვერ მოხერხდება, ხიხონის „სპორტინგი“ სხვადასხვა ალტერნატიულ ვარიანტსაც განიხილავს.

- წერს გამოცემა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow