ქუთათელაძის პირველი კომენტარი UFC-ის დატოვების შემდეგ
ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ UFC–ში კარიერას აღარ გააგრძელებს....

„ცხოვრება მშვენიერია. ეს იყო საოცარი გამოცდილება. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის,“ — დაწერა ქუთათელაძემ.
გურამის მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციაში დებიუტი 2020 წელს შედგა, როდესაც დაუმარცხებელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა. იმ დროისთვის ქუთათელაძეზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მისი გზა UFC-ში ტრავმების გამო ისეთი არ გამოდგა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა.
ჯამში ქუთათელაძემ UFC-ში ხუთჯერ იბრძოლა: ორი ბრძოლა მოიგო, სამში კი დამარცხდა.
What's Your Reaction?






