ზაფხულში 8 ახალ ფეხბურთელს იმატებენ - ნაპოლის სერიოზული გეგმები
„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ახალ ამოცანებზე აქტიურად მუშაობენ...

წყაროს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი აპირებს კონტეს კლუბში მინიმუმ 2027 წლამდე დატოვოს და მისი სურვილების შესაბამისი ტრანსფერები განახორციელოს. კონტეს მთავარი მიზანია თითოეულ პოზიციაზე ორი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავდეს, რაც სერიოზულ როტაციას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
„პარტენოპეი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მინიმუმ რვა ახალ ფეხბურთელზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება შეტევასა და ნახევარდაცვაზეა კონცენტრირებული. კლუბს სურს, რომ ყველა საჭირო ტრანსფერი სეზონის მოსამზადებელ ეტაპამდე დაასრულოს, რათა გუნდმა სრული შემადგენლობით დაიწყოს მზადება.
ამ დროისთვის „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია — 74 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს.
What's Your Reaction?






