მადრიდის რეალმა ვიგოს სელტა ლა ლიგაში 3:2 დაამარცხა და ბარსელონასთან ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე შეინარჩუნა.
მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი ტიბო კურტუამ შეაფასა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა:
ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მეორე ტაიმში ხარვეზები გვქონდა. მეკარისთვის არასდროს არის სასიამოვნო 2 გოლის გაშვება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება იყო.
5-იდან პირველი ფინალი მოვიგეთ, ახლა კი ელ კლასიკოს დრო მოდის. მჯერა, რომ მომდევნო 4 ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ლა ლიგის მოგების კარგი შანსი გვექნება.
- თქვა ტიბომ.