
ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
ამერიკამ ირანზე წერტილოვანი საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
ამერიკულმა B2 ტიპის ბომბდამშენებმა დაბომბა ირანის 3 ბირთვული ობიექტი: ფორდოუ, ნატანზი და ისპაჰანი.
ირანული ბირთვული ობიექტები ათობით მეტრის სიღრმეზეა მიწაში გაჭრილი, რაც განსაკუთრებით ართულებს მის სრულ განადგურებას.
ასეთი ობიექტების განადგურებას ძალიან მაღალი სამხედრო ტექნოლოგია სჭირდება.
მეტიც, ასეთ სიღრმეზე გაჭრილი ობიექტის განადგურების პოტენციალი სულ რამდენიმე სახელმწიფოს სულ რამდენიმე ბომბდამშენს და კონკრეტული ტიპის მაღალი პენეტრაციის ბომბს აქვს.
ფოტოზე გამოსახული სილამაზე Northrop B-2 Spirit ტიპის ამერიკული ბომბდამშენია, რომელიც წარმოებაში 1997 წელს შევიდა.’.
ამ ბომბდამშენს შეუძლია როგორც კონვენციური ბომბების, ისე ბირთვული ქობინების შორ მანძილზე გადატანა.
B2 ტიპის გამანადგურებლის მთავარი პლიუსი მისი სტელს ტექნოლოგიაა, რაც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ძალებს ჰაერში მოძრავი გამანადგურებლის აღმოჩენას მაქსიმალურად ურთულებს.
ამ ოპერაციაში
აშშ-მა გამოიყენა GBU 57 A/B Mop ტიპის “მაღალი პენეტრაციის” ბომბი, რომლის წონა 13 500 კილოგრამია და რომელსაც “ბუნკერთმმუსვრელს” უწოდებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ბომბდამშენები უკვე გავიდნენ ირანის საჰაერო სივრციდან.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა ჯერჯერობით შეზღუდული საჰაერო დარტყმით შემოიფარგლა და პირდაპირი სამხედრო ინტერვენციით რეჟიმის ცვლილებას არ გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
რა ხარისხით დააზიანა აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები და საერთოდ კიდევ არსებობს თუ არა ირანის ბირთვული პროგრამა, ამას უახლოეს საათებში შევიტყობთ.