ოკუპანტი ამტკიცებს, რომ სუსის აგენტები დააკავა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ კაცი „საქართველოს სპეციალურ სამსახურს კლასიფიცირებული ინფორმაციას” აწვდიდა. 51 წლის მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი იყო, სტაბილურ კონტაქტს ინარჩუნებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამგზავრების, […] The post ოკუპანტი ამტკიცებს, რომ სუსის აგენტები დააკავა appeared first on .

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს.
საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ კაცი „საქართველოს სპეციალურ სამსახურს კლასიფიცირებული ინფორმაციას” აწვდიდა.
51 წლის მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი იყო, სტაბილურ კონტაქტს ინარჩუნებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამგზავრების, ასევე სამხრეთ ოსეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ, – აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. კგბ.
დაკავებულის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე – ღალატის მუხლის საფუძველზე.
რეჟიმის განცხადებით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები კიდევ 5 პირთან მიმართებაში, რომლებიც ასევე თანამშრომლობენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან.
The post ოკუპანტი ამტკიცებს, რომ სუსის აგენტები დააკავა appeared first on .
What's Your Reaction?






