განაცხადიდან ამოგდების შემდეგ, ანდრე ონანა ლიონთან ძირითად შემადგენლობაში იდგა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
მატჩის შემდეგ აღნიშნულზე რუბენ ამორიმმა ისაუბრა:
მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ის კარგად გამოიყურებოდა და ასეც უნდა გააგრძელოს. ონანასთვის რთული პერიოდი იდგა, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა. მან ახლა მომდევნო მატჩისთვის უნდა დაიწყოს მზადება.
- თქვა ამორიმმა.