ოფიციალურად - რობერტ ლევანდოვსკი ინტერთან ითამაშებს
ბარსელონას გულშემატკივრებისთვის კარგი ამბებია

თავდაპირველი მოლოდინებით პოლონელ სტრაიკერს ინტერთან და რეალთან ოთხივე თამაში უნდა გამოეტოვებინა, თუმცა, როგორც ჩანს, რობერტი მხოლოდ 2-ს გამოტოვებს.
გარდა ჩემპიონთა ლიგისა, ბარსას ლა ლიგაშიც საბრძოლველი აქვს და მომდევნო ტურში ელ კლასიკო ელის, სადაც ლევანდოვსკის დაბრუნება გუნდისთვის ძალიან კარგი ამბავია.
37 წლის თავდამსხმელს ასაკის მიუხედავად მაინც შესანიშნავი სეზონი აქვს. ლევანდოვსკიმ 48 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 40 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
What's Your Reaction?






