ოფიციალურად - სეზონის ბოლოს ლუკა მოდრიჩი რეალიდან წავა
ლუკა მოდრიჩმა და მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხორვატი ნახევარმცველი სეზონის ბოლოს კლუბიდან წავა

39 წლის ლუკა მოდრიჩმა გამოსამშვიდობებელი წერილი არაერთი მოქმედი თუ ყოფილი თანაგუნდელისგან მიიღო, უკანასკნელ მატჩს კი ხორვატი ამ კვირაში ჩაატარებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ სად წავა ლუკა. ზოგიერთი გამოცემის მტკიცებით, მოდრიჩი სამშობლოში დაბრუნებისთვის ემზადება.
What's Your Reaction?






