“ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეობა წამართვა – ლაშა გაბიტაშვილი

აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების” წევრები აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ, აცხადებს, რომ რეჟიმმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობისთვის და სამშობლოსთვის ბოლომდე იბრძოლებს და “ქართული ოცნება” […] The post “ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეობა წამართვა – ლაშა გაბიტაშვილი appeared first on .

მაი. 19, 2025 - 14:27
 0
“ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეობა წამართვა – ლაშა გაბიტაშვილი

აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების” წევრები აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ, აცხადებს, რომ რეჟიმმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობისთვის და სამშობლოსთვის ბოლომდე იბრძოლებს და “ქართული ოცნება” მის ქვეყნიდან გაგდებას ვერ შეძლებს.

მინდა, გაგიზიაროთ “ქართული ოცნების” მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება. მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მტელი ცხოვრება საქართველოშ ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არარ გაიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა.

მე ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ჩემი ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შედემგ იუსტიციის სახლს მივმართე, რომ შენარჩუნებულიყო ჩემი მოქალაქეობა. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე და პირიქით, განვაცხადე, რომ მინდა შენარჩენება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებ და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დავიბრუნო საქართველოს მოქალაქეობა. ისინი ვერ წამართმევენ ვერც სამშობლოს და ვერც მოქალაქეობას, ქართველობას. ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში აღარ დარჩნენ ქართელები და ის ცრუ დაპირებები დარჩეს მხოლოდ სიტყვებად, რომელიც ეხება დემოგრაფიულ პრობლემებს, ემიგრანტების დაბრუნებას საქართველოში, ღირსეული ოჯახების შექმნას საქართველოში. ეს ყველაფერი სიცრუეა და მათი ინტერესი არის მხოლოდ, საქართველოში დარჩეს ის ხალხი, ვისზეც მათ კონრტოლის საშუალება ექნებათ და მარტივად მაღტავს მათ. 

მე მყავს ორი ბავშვი, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და საქართველოში იზრდებიან. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ასევე, მესამე ბავშვს ველოდებით, რომელიც ასევე საქართველოში დაიბადება და არ ვაპირებთ, რომ რაღაც დავთმოთ “ქართული ოცნების” გამო: ან სამშობლო, ან ქართველობა.

ისრაელის ელჩიც საქმის კურსშია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩემს თავს, საერთოდ, ხდებოდა ამ ბოლო მოვლენების შემდეგ და პირადად ვაწვდი ინფორმაციას. ამიტომ, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას და არ დავუთმობ “ქართულ ოცნებას ჩემს ქვეყანას და არ გავაგდებინებ თავს ამ ქვეყნიდან, – ამბობს გაბიტაშვილი. (ტვპირველი)

The post “ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეობა წამართვა – ლაშა გაბიტაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow