,, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა” – ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს, როგორც ,,სახალხო კრების” წარმომადგენელი, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, წულუკიანის კომისიაზე იხსენებს: ,,ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა და უცნობი იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. 12-ს რომ აკლდა 10 წუთი, […] The post ,, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა” – ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე appeared first on .

მაი. 19, 2025 - 14:27
 0
,, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა” – ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს, როგორც ,,სახალხო კრების” წარმომადგენელი, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, წულუკიანის კომისიაზე იხსენებს:

,,ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა და უცნობი იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. 12-ს რომ აკლდა 10 წუთი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გვქონდა, არცერთ {აქციაზე} ცდომილება ჩვენი მხრიდან, არც შეჭრა სადმე, ხელში არასდროს არაფერი არ გვქონდა, შეურაცხყოფაც კი ერთი არავის მიუყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები…

ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ღამის გათენებას, ჩვენ გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ, აღვნიშნოთ, იმიტომ, რომ მთავრობა აპირებდა მეორე დღეს 5 საათზე, თუ არ ვცდები, ჩატარებას აღლუმის და აღნიშვნის და ჩვენ გვინდოდა 12 საათზე ჩაგვეტარებინა და დავშლილიყავით. მაგრამ არ გვაცადეს კონცერტის დაწყება, ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ასეთი სიტუაციაა, გვთხოვენ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას, ვისაც გინდათ დარჩით, ვისაც გინდათ წადით, არავის ფეხი არ მოუცვლია, დაახლოებით ათასამდე ადამიანი იყო ალბათ. ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ხალხი იდგა შუაში, ამიტომ ვთვლით რომ დაახლოებით 1000 ადამიანი იყო.

12 საათზე უკვე წამოიწია კორდონმა და რომ მოგვიახლოვდნენ, ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს, თანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო, უკვე აციებული იყო, აი ამ სიტუაციაში და ისეთი სისწრაფით დაგვესივნენ უკვე, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდათ და რაღაცა ჯგუფმა სცენის მხრიდან მოახერხა გარღვევა კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში და ამ დროს კინოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ, ფილმი მიდიოდა, იჯდა საზოგადოება, რომელიც ფილმს უყურებდა და ამათ შეჰყვნენ რა თქმა უნდა ისინი ვინც დასარბევად იყვნენ მოსული და ვისაც ბილეთი არ ჰქონდა და ვერ უჩვენა ეს ბილეთი, ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს შსს-ში. რამდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად. ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ ყველას აგდებდნენ, ხელბორკილს ადებდნენ, სცემდნენ ფეხებით და ხელებით, მერე მიათრევდნენ მოლი რომ არის დღეს, სანამ ავტობუსი არ მოვიდოდა და არ ჩასვამდნენ…

…თემურ ლოგუა არის ჩემი რძლის ძმა. თემურს რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში. დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა. მივვარდი და დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს კიდევ აბიჯებდნენ შეძახილით: „რუსის მონავ, საქართველო როგორ გაწერია ქურთუკზეო?!“. ჩემი ნაჩუქარი სპორტული საწვიმარი ეცვა „საქართველოს“ სიმბოლიკით. ორი ადამიანი თავზე ედგა და ერთმანეთში საუბრობდნენ მგონი კვდება და სასწრაფოში ჩავსვათო. სასწრაფომ გადაიყვანა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა შალვა ოგბაიძესთან ერთად პალატაში. ექიმებმა სამჯერ გაუკეთეს ტომოგრამა, ვერ იჯერებდნენ როგორ გადაურჩა მისი მკერდი ჩალეწვას. ქირურგმა რომელმაც ოპერაცია გაუკეთა ვერ დაიჯერა და ამბობდა თურმე, რომ აფხაზეთში ვიმუშავე ომის დროს, იმდენი ოპერაცია გავაკეთე და მსგავსი ბინძური ჭრილობა არ მინახავსო. ბედად გადარჩა, როგორ დღემდე არავინ არ იცის“

The post ,, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა” – ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow