პაემანი და ქორწილი ციხეში - როგორ ხვდებიან პატიმრებს ოჯახის წევრები
დილის 10 საათია. მანანა სამხარაძე სხვა ქალებთან ერთად რიგში დგას. ხელში ყველას ნაჭრის ჩანთები უჭირავთ, შიგნით პირადი ნივთებით. ქალები გლდანის ციხეში შესასვლელად ემზადებიან, ზოგი ქმართან, ზოგი შვილთან, ზოგიც კი მამასთან დასარჩენად მიდის. „[ციხეში შესვლისას] საცვლები გამახდევინეს, არ ვიცოდი, არ ველოდი და ძალიან უსიამოვნო იყო. ქალი მამშვიდებდა, პირველად ხარო? ნუ გეშინია, კამერაზე ჩამოფარებულია და არ ინერვიულოო. მართლაც, შავი ნაჭერი იყო ჩამოფარებული, შესვლისთანავე დავინახე“, - ამბობს...

What's Your Reaction?






