პაპის დაკრძალვის დღე ჯოგად ქცეული ქართული ოპოზიციის ილუზიების და იმედების დაკრძალვის დღედ გადაიქცა

პაპის დაკრძალვის დღე ჯოგად ქცეული ქართული ოპოზიციის ილუზიების და იმედების დაკრძალვის დღედ გადაიქცა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დასწრებაზე რადიკალების რეაქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „რომის პაპთან ერთად დაკრძალული ილუზიები. ჯოგად ქცეული ჩვენი ოპოზიციისგან თითქოს აღარაფერი არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ დღე არ გავა, რომ […]

აპრ. 28, 2025 - 02:27
 0

პაპის დაკრძალვის დღე ჯოგად ქცეული ქართული ოპოზიციის ილუზიების და იმედების დაკრძალვის დღედ გადაიქცა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის, ს დასწრებაზე რადიკალების რეაქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„რომის პაპთან ერთად დაკრძალული ილუზიები.
ჯოგად ქცეული ჩვენი ოპოზიციისგან თითქოს აღარაფერი არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ დღე არ გავა, რომ აქა-იქ შემორჩენილი მომხრეების ტვინების გამოსარეცხად, ახალ-ახალი სისულელეებით არ მიიქციონ ყურადღება.
გუშინწინ იმაზე ატეხეს ყიჟინა, არიქა, 17 ისეთი ქვეყნის მოქალაქეებს დაუდგინეს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა (ავღანეთი, სირია, , კონგო და ა. შ.), რომლებიც ჩვენთვის მხოლოდ საფრთხეს მოიტანენო.
არც აციეს არც აცხელეს და იმ წუთასვე მიაწოდეს ეს „სასიხარულო ამბავი“ ერთ მარაზმატიკ ამერიკელ კონგრესმენს… მართალია, მალევე გაირკვა, რომ პირიქით, -მ სწორედ არსებული საფრთხეების გამო ამ ქვეყნების მოქალაქეებს გაურთულა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ საქართველოზე „შეყვარებული“ კონგრესმენის გადაფრთხილება ვეღარ მოასწრეს, რადგან ამ მარაზმატიკ ჯო უილსონს იმ წუთშივე უკვე გამოუქვეყნებია პოსტი – არიქა, „ქართულმა კოშმარმა“ თალიბებს ფართოდ გაუღო კარი საქართველოშიო.
მართალია, ამ ტყუილმა ერთი დღეც ვერ იარსება, მაგრამ სამაგიეროდ უკვე მეორე დღეა სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს ს დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის პერიპეტიები.
ამ ვიზიტის გასაბაიბურებლად რა ღობე-ყორეს აღარ ედებიან ოპოზიციის „ტოპ-ტვინები“: ტრამპმა ხელი დაუქნია თუ არა? ხელი ჩამოართვა თუ არა? ვინმემ მიიწვია თუ „ჩანგალზე“ იყო მისული? „ტოპ-ტვინების“ ერთ-ორ ციტატასაც მოვიტან: „სინამდვილეში ტრამპს ყაველაშვილთან უბრალოდ ჩაუვლია. ცოტა შემეცოდა“ (ნანუკა ჟორჟოლიანი);
„ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა და ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ „ჩანგალზე“ ჩასულ კაცს, ყაველაშვილს, ტრამპმა ვითომ ხელი რომ დაუქნია, ეს უნდა გვეზეიმებოდეს“ (); “ფოტოგრაფმა ყაველაშვილს უთხრა, ტრამპი რომ ჩამოივლის, გაუცინე და თავიც დაუქნიე, დანარჩენი მე ვიცი, რასაც ვიზამო” (ლიკა ბასილაია-შავგულიძე).
მოკლედ, ამ კატეგორიის ხალხისთვის მთავარი ის არის, მამა-მარჩენალმა გაუღიმა თუ დაუბღვირა შენი ქვეყნის პრეზიდენტს. მერე ეს ხალხი სხვებს მონებს ეძახის. არადა, მენტალიტეტით ესენი ზუსტად იმათი შთამომავლები არიან, საქართველოს ცეკაში თუ სხვა მაღალ თანამდებობაზე მოსახვედრად ყუთებით კონიაკი და „პაჩკებით“ ფულები რომ ჩაჰქონდათ მოსკოვში, პირობასაც აძლევდნენ კრემლის მესვეურებს, რომ ისინი სხვა ქართველ კომუნისტებზე უკეთესად ემსახურებოდნენ იმპერიის ინტერესებს.
იგივე მენტალობის მათი შთამომავლებისთვის კრემლი ახლა უკვე ბრიუსელსა და ვაშინგტონშია. ცოტათი დაბნეულები არიან, ორი ბატონი სინქრონულად აღარ მოქმედებს, ამიტომაც შიშობენ ისე არ მოხდეს, რომ შემთხვევით ლიბერ-პარტიის გენერალური ხაზის გადამხვევის მხარეს არ აღმოჩნდნენ და ტროცკისტების იარლიყი არ აირტყან, აქედან გამომდინარე შედეგებით.
ყაველაშვილის ვიზიტში კი მათთვის მთავარი და მომაკვდინებელი, მათივე შექმნილი იმ ილუზორული რეალობის ხუხულასავით ჩამონგრევაა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული ლეგიტიმური პრეზიდენტი დღესაც მადამ ზურაბიშვილია, ხოლო ყაველაშვილს ასეთად არავინ აღიარებს.
ამიტომაც ანერვიულდნენ და სასაცილოდ აიბლანდნენ თავიანთ ტყუილებში – ჯერ თქვეს, ყაველაშვილი არავის მიუწვევია და „ჩანგალზე“ წავიდაო, მერე ამტკიცებდნენ, არავინ მიესალმაო, როცა ყველაფერი თავისი თვალით დაინახეს, მწარედ ჩაილაპარაკეს – „ეს რა დაინახეს ჩვენმა დასაბრმავებელმა თვალებმაო“ და ლოყები ჩამოიხოკეს.
მართალია, გარეგნულად იხტიბარს არ იტეხენ, მაგრამ თვითონ ხომ ყველაზე კარგად იციან, რომ სწორედ ვატიკანში მოხდა ყაველაშვილის საყოველთაო და საჯარო აღიარება საქართველოს პრეზიდენტის რანგში. არა იმიტომ, ვინმემ გაუღიმა, ხელი დაუქნია ან ჩამოართვა თუ არა. დაკრძალვის ცერემონიალზე არასოდეს არავინ არავის ეპატიჟება, ყველა ქვეყანა თვითონ აგზავნის თავის წარმომადგენელს და პროტოკოლის მიხედვით, პრეზიდენტები ერთ რიგში განლაგდებიან, პრემიერები – სხვა რიგში და ა. შ. რატომღაც ყაველაშვილისთვის ადგილი სწორედ პრეზიდენტების რიგში იყო და მისთვის არავის უთქვამს, შენ არალეგიტიმური ხარ და სხვა პრეზიდენტების გვერდით ვერ გამოგიყოფთ ადგილსო.
როგორც ამბობენ, ვატიკანში მადამ ზურაბიშვილიც იმყოფებოდა და რატომღაც პრეზიდენტების გვერდით მისი ადგილი ვერ გამოინახა. „ჩანგალზე“ ყოფნა თუ იყო შესაძლებელი, მისულიყო და დამდგარიყო თავის „კოლეგა“ პრეზიდენტების გვერდით. ნეტა ვინ დაუშალა?
მოკლედ, პაპის დაკრძალვის დღე ჯოგად ქცეული ქართული ოპოზიციის ილუზიების და იმედების დაკრძალვის დღედ გადაიქცა“, – წერს ნანა კაკაბაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow