ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

სააგენტო "პარალელი" ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?” ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად, საინტერესო ისტორიით და ფაქტებით ეხმაურება, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და გერმანისტი ლაშა ბაქრაძე: “ქართულ ემიგრაციაში იყო ერთი საინტერესო კაცი – არჩილ მეტრეველი, გამომცემელი, მესტამბე. 1933 წელს მიხაკო წერეთლის მიერ შესანიშნავად ნათარგმი სულხან-საბას “სიბრძნე სიცრუისა” გამოსცა. გეგმავდა ქართული ბიბლიოთეკის სახელით ქართული ლიტერატურის კლასიკის გერმანულ ენაზე გამოცემას. ალბათ უფულობის გამო […] ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?” პარალელი

ივნ. 17, 2025 - 05:57
 0
ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

სააგენტო "პარალელი"
ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად, საინტერესო ისტორიით და ფაქტებით ეხმაურება, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და გერმანისტი ლაშა ბაქრაძე:

ქართულ ემიგრაციაში იყო ერთი საინტერესო კაცი – არჩილ მეტრეველი, გამომცემელი, მესტამბე.

1933 წელს მიხაკო წერეთლის მიერ შესანიშნავად ნათარგმი სულხან-საბას “სიბრძნე სიცრუისა” გამოსცა. გეგმავდა ქართული ბიბლიოთეკის სახელით ქართული ლიტერატურის კლასიკის გერმანულ ენაზე გამოცემას.
ალბათ უფულობის გამო ვერ მოახერხა.

მაგრამ, ომის დროს მთელი რიგი წიგნებისა გამოსცა ძირითადად გერმანელების მხარეზე მებრძოლი ქართველი ლეგიონერებისთვის, ბეჭდავდა მათთვის განკუთვნილ პროპაგანდისტულ გაზეთ “საქართველოს” და ჟურნალს “ქართველი ერი”.

ომის შემდეგ ქართულს ასწავლიდა მიუნხენში. ინფორმაცია მასზე მწირია.
არც ის ვიცით როდის დაიბადა და არც როდის გარდაიცვალა.
იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?

და გერმანულის გავლითაა ბლეიზ მეტრეველის გვარში W“, – წერს ლაშა ბაქრაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow