პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ ვერთიანდებით - გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ ვერთიანდებით, - ამის შესახებ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს და რვაპუნქტიან გეგმას აქვეყნებს. ვაშაძის თქმით, გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა გამარჯვების მისაღწევად. „რვაპუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას. ფორმულა მარტივია, თუ ერთად ვიქნებით, გავიმარჯვებთ, რადგან ერთად მდგომ ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ვერ დაუდგება წინ. დანარჩენი დროის საკითხია და ჩვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია. გამარჯვების 8-პუნქტიანი გეგმა: 1. ვერთიანდებით საერთო ბრენდის ქვეშ. ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ; 2. ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე. კონსენსუსი თუ  ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების უმრავლესობით; მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის; 3. სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას. მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში; ეს შეცვლის ხალხის განწყობას, გააჩენს ახალ მუხტს და აჩვენებს რეალურ ძალას, ალტერნატივას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „ქოცი“; 4. ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას. კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ, თბილისში და რეგიონებში; მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში), მინიმუმ, მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია. აპი გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებაში ჩასართავად, შეტყობინებებისა და კოორდინაციისთვის; 5. ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას. ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას – „მილიონი ქართველი“; გადამწყვეტი შეტევა, შესაძლოა, იყოს 4 ოქტომბერს; 6. ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს; 7. უკიდურესი ზომები უარის შემთხვევაში. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას. სხვა ბევრი ნაბიჯი გვაქვს მოფიქრებული, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ; 8. ვანიშნინებთ ახალ არჩევნებს. ვაიძულებთ, ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი წესებით; ახალ არჩევნებზე გაერთიანება გავდივართ საერთო ბრენდით, სახელით და დიდი უპირატესობით იმარჯვებს ქართველი ხალხი“, – წერს ვაშაძე.

ივლ. 26, 2025 - 14:27
 0
პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ ვერთიანდებით - გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ ვერთიანდებით, - ამის შესახებ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს და რვაპუნქტიან გეგმას აქვეყნებს.

ვაშაძის თქმით, გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა გამარჯვების მისაღწევად.

„რვაპუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას. ფორმულა მარტივია, თუ ერთად ვიქნებით, გავიმარჯვებთ, რადგან ერთად მდგომ ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ვერ დაუდგება წინ. დანარჩენი დროის საკითხია და ჩვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია.

გამარჯვების 8-პუნქტიანი გეგმა:

1. ვერთიანდებით საერთო ბრენდის ქვეშ. ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ;

2. ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე. კონსენსუსი თუ  ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების უმრავლესობით; მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის;

3. სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას. მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში; ეს შეცვლის ხალხის განწყობას, გააჩენს ახალ მუხტს და აჩვენებს რეალურ ძალას, ალტერნატივას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „ქოცი“;

4. ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას. კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ, თბილისში და რეგიონებში; მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში), მინიმუმ, მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია. აპი გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებაში ჩასართავად, შეტყობინებებისა და კოორდინაციისთვის;

5. ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას. ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას – „მილიონი ქართველი“; გადამწყვეტი შეტევა, შესაძლოა, იყოს 4 ოქტომბერს;

6. ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს;

7. უკიდურესი ზომები უარის შემთხვევაში. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას. სხვა ბევრი ნაბიჯი გვაქვს მოფიქრებული, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ;

8. ვანიშნინებთ ახალ არჩევნებს. ვაიძულებთ, ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი წესებით; ახალ არჩევნებზე გაერთიანება გავდივართ საერთო ბრენდით, სახელით და დიდი უპირატესობით იმარჯვებს ქართველი ხალხი“, – წერს ვაშაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow