პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ქ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ლ.ქ. – ს პირადი, საცხოვრებელი ბინის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დიდი ოდენობით მცენარე „კანაფი“, „მარიხუანა“ და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. ფ.გ. – ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 18-260 -ე ტერცია მუხლით, 19-260-ე ტერცია მუხლით, 265-ე მუხლით, 273-ე პრიმა მუხლითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ქ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ლ.ქ. – ს პირადი, საცხოვრებელი ბინის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დიდი ოდენობით მცენარე „კანაფი“, „მარიხუანა“ და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
ფ.გ. – ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 18-260 -ე ტერცია მუხლით, 19-260-ე ტერცია მუხლით, 265-ე მუხლით, 273-ე პრიმა მუხლითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






