პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარლამენტს მიმართა საომარი მდგომარეობის გასაგრძელებლად
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს, ვერხოვნა რადას მიმართა საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გასაგრძელებლად. ამჟამად მოქმედი ვადა 9 მაისს იწურება. შესაბამისი კანონპროექტები უკრაინის პარლამენტის საიტზე დღეს, 15 აპრილს გამოქვეყნდა. როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პარლამენტი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მეთხუთმეტედ უყრის კენჭს საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას. რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე...

What's Your Reaction?






