პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის მართვის მოწმობების გაცემა გაამარტივა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ის მცხოვრებლები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, მართვის მოწმობას გამარტივებული წესით აიღებენ. შესაბამის ბრძანებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, დოკუმენტი ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. პუტინის განკარგულების შესაბამისად, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონების მცხოვრებლებს ავტომობილების მართვა ადგილზე გაცემული მოწმობებითაც შეეძლებათ. რუსული მართვის...

What's Your Reaction?






