ჟოან გარსია ოფიციალურად ბარსელონას ახალი მეკარეა

„ბარსელონამ“ ახალი მეკარე გაიფორმა — კატალონიურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა ჟოან გარსიას ტრანსფერი „ესპანიოლიდან“...

ივნ. 19, 2025 - 15:27
 0
ჟოან გარსია ოფიციალურად ბარსელონას ახალი მეკარეა
„ბარსელონამ“ ახალი მეკარე გაიფორმა — კატალონიურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა ჟოან გარსიას ტრანსფერი „ესპანიოლიდან“.

24 წლის ესპანელი კარის დარაჯი კლუბს პარასკევს შეუერთდება და კონტრაქტის მიხედვით, „ბლაუგრანაში“ 2031 წლამდე დარჩება.

გარსიას სანაცვლოდ „ბარსამ“ 25 მილიონი ევრო გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ მეკარე „ესპანიოლის“ აკადემიის აღზრდილია და კლუბის ძირითად გუნდში 67 მატჩი ჩაატარა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow