ჟოზე მოურინიოს მარკო ასენსიო თავისთან მიჰყავს? - ბოლო საათების უახლესი ცნობები
ჟოზე მოურინიოს მარკო ასენსიო თავისთან მიჰყავს? - ბოლო საათების უახლესი ცნობები

ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციით, ასენსიოს ტრანსფერით ფენერბაჰჩე დაინტერესდა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასენსიოსა და თურქული კლუბის ახალ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, სადაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელს კლუბის ამბიციური გეგმები გააცნო.
მხარეებმა ასევე უკვე დაამყარეს კონტაქტი პარი სენ-ჟერმენთან, სადაც შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები განიხილეს. როგორც ჩანს, 29 წლის ნახევარმცველი სერიოზულად განიხილავს სტამბოლში კარიერის გაგრძელებას – კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისა და ტიტულებისთვის ბრძოლის ამბიცია აქვს.
ფენერბაჰჩე მხოლოდ ასენსიოზე არ ჩერდება – კლუბმა უკვე ოფიციალურად გააფორმა ჯონ დურანის ტრანსფერი და აქტიურად მუშაობს მილან შკრინიარის დამატებაზეც. თუ ეს ტრანსფერებიც შედგება, მოურინიოს გუნდი შემდეგ სეზონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შემადგენლობას შეიძენს მთელ თურქეთში და არა მხოლოდ.
მარკო ასენსიოს მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება – დარჩება პსჟ-ში სათადარიგოთა შორის თუ გაყვება მოურინიოს თურქულ ექსპედიციას და გახდება ფენერბაჰჩეს ახალი ლიდერი.
What's Your Reaction?






