რაგბის კავშირი ჩემპიონატებსა და ლიგებში მონაწილეობის რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს აქვეყნებს
საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ 2025-26 წლების ჩემპიონატებსა და ლიგებში მონაწილეობის რეგისტრაციის ვადა ამა წლის 1 ივლისამდე განისაზღვრა

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ 2025-26 წლების ჩემპიონატებსა და ლიგებში მონაწილეობის რეგისტრაციის ვადა ამა წლის 1 ივლისამდე განისაზღვრა.
გუნდებმა დიდ 10-ში, პირველ და რეგიონულ ლიგაში, დუბლ-შემადგენლობების (23-წლამდე), ასევე ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებში მონაწილეობის შესახებ განაცხადები სწორედ 1 ივლისამდე უნდა წარადგინონ.
ამა თუ იმ ლიგაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, გუნდები ვალდებულნი არიან მითითებულ ვადებში წარმოადგინონ სატურნირო განაცხადი (მინიმალური შემადგენლობა). დიდი 10-ის, პირველი და დუბლ-შემადგენლობების ჩემპიონატებისთვის ეს ვადა ამა წლის 8 აგვისტო განისაზღვრა; რეგიონული ლიგისთვის 15 აგვისტო; ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებისთვის 26 აგვისტო.
2025-26 წლების დიდი 10-ის სეზონი 5-7 სექტემბერს დაიწყება; პირველი ლიგა 12-14 სექტემბერს; რეგიონული ლიგა 26-28 სექტემბერს; დუბლ-შემადგენლობის ჩემპიონატი 1-2 სექტემბერს; ჭაბუკთა „ა“ ლიგა 19-21 სექტემბერს; ჭაბუკთა „ბ“ ლიგა 17-18 სექტემბერს.
შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე: [email protected]
RUGBY.GE
What's Your Reaction?






