რასპადორი თუ სიმეონე? - ვის გაუშვებს ახალი სეზონიდან ნაპოლი
Corriere del Mezzogiorno-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტემ ახალი სეზონისთვის ჯაკომო რასპადორისა და ჯოვანი სიმეონეს შორის არჩევანი გააკეთა

როგორც ირკვევა, იტალიელი სპეციალისტი უპირატესობას რასპადორის ანიჭებს მიუხედავად იმისა, რომ ჯაკომოს გასულ სეზონში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
რაც შეეხება არგენტინელ თავდამსხმელს, მას კონტე არ ენდობა და მისი გუნდიდან გაშვება აქვს გადაწყვეტილი, რომლის ადგილსაც სწორედ რასპადორი დაიკავებს.
What's Your Reaction?






