რატი მელაძე: ძლიერი აფეთქება რუსების არსენალზე (ვიდეო)

“ძლიერი აფეთქება რუსების არსენალზე აფეთქება მოხდა ვლადიმირის ოლქში. აფეთქება მოხდა სოფელ ბარსოვოსთან, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 51-ე არსენალი მდებარეობს. არსენალი ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. მას 4000 ათასზე მეტი ვაგონი საბრძოლო მასალის მიღება შეუძლია. არსენალი 274 ათას ტონა საბრძოლო მასალის შენახვაზეა გათვლილი. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მარტო სარკინიგზო ლიანდაგის სიგრძე 14 კილომეტრს აღემატება. ბოლო ფოტოზე […]

აპრ. 22, 2025 - 20:27
 0
რატი მელაძე: ძლიერი აფეთქება რუსების არსენალზე (ვიდეო)
“ძლიერი აფეთქება რუსების არსენალზე
აფეთქება მოხდა ვლადიმირის ოლქში. აფეთქება მოხდა სოფელ ბარსოვოსთან, სადაც ს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 51-ე არსენალი მდებარეობს. არსენალი ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. მას 4000 ათასზე მეტი ვაგონი საბრძოლო მასალის მიღება შეუძლია. არსენალი 274 ათას ტონა საბრძოლო მასალის შენახვაზეა გათვლილი. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მარტო სარკინიგზო ლიანდაგის სიგრძე 14 კილომეტრს აღემატება.
ბოლო ფოტოზე კარგად ჩანს რომ დაწყებულია მძლავრი მეორადი აფეთქებები. ამ დროს მთელი საწყობები ფეთქდება.
სამხედრო ნაწილი მოსკოვიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. მოსკოვიდან ბარსოვოსკენ გზები გადაკეტილია. დაწყებულია 7 დასახლებული პუნქტის ევაკუაცია.
აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
საინტერესოა, რომ ამ არსენალის რეკონსტრუქციაზე 1,3 მლრდ რუბლი გამოიყო. ФСБ-ს მონაცემებით ამ თანხის ნახევარზე მეტი მოიპარეს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მელაძე.


What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow