რა უთხრა პროკურატურას გიორგი ხოჯევანიშვილმა ,,ჩორჩანას საქმეზე»
გიორგი ხოჯევანიშვილმა გენერალური პროკურატურა დატოვა. შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გიორგი გახარიას გუნდის ყოფილი წევრი გამომძიებლების კითხვებს ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ პასუხობდა. საუბარი შეეხო, ძირითადად, ჩორჩანის ირგვლივ საკითხებს. ეს იყო ბორდერიზაციის სიმძაფრე. რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი პროცესები ძალიან მძიმეა იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა. საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. […] The post რა უთხრა პროკურატურას გიორგი ხოჯევანიშვილმა ,,ჩორჩანას საქმეზე» appeared first on .

გიორგი ხოჯევანიშვილმა გენერალური პროკურატურა დატოვა. შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გიორგი გახარიას გუნდის ყოფილი წევრი გამომძიებლების კითხვებს ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ პასუხობდა.
საუბარი შეეხო, ძირითადად, ჩორჩანის ირგვლივ საკითხებს. ეს იყო ბორდერიზაციის სიმძაფრე. რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი პროცესები ძალიან მძიმეა იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა. საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. ეს არის საკითხი, რომელიც იმ დროსაც და დღესაც ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მცოდნოდა და არც მქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით”, – თქვა ხოჯევანიშვილმა.
“პირველების” ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა მაშინდელმა პრემიერმა ბახტაძემ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ და ამის შესახებ ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია გიორგი გახარიასთან, ხოჯევანიშვილის პასუხი ასეთია:
ეს იმდენად პირადი კომუნიკაციის საკითხებს ეხება, ჩემთვის უცნობია, რა თქმა უნდა, ვის-ვისთან ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია”, – თქვა ხოჯევანიშვილმა.
შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დღეს ვერც ის თქვა, გამოიყენებს თუ არა პროკურატურა მის ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
ჩემთვის უცნობია (გამოიყენებენ თუ არა მიწოდებულ ინფორმაციას გახარიას წინააღმდეგ)”. – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
The post რა უთხრა პროკურატურას გიორგი ხოჯევანიშვილმა ,,ჩორჩანას საქმეზე» appeared first on .
What's Your Reaction?






