რეალი დინ ჰუისენის დასამატებლად ბრძოლაში ჩაერთო
ესპანურ გრანდს ჰუისენს უკვე თვეებია უკავშირებენ

ფაბრიციო რომანო წერს, რომ 20 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერით რეალთან ერთად ლივერპული, არსენალი და ჩელსიცაა დაინტერესებული, თუმცა სამეფო კლუბს მათთან კონკურენცია არ აშინებს.
ირკვევა, რომ მყიდველს ახალგაზრდა უკანახაზელის დასამატებლად 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ფავოროტი კი მადრიდის რეალია, რადგან ჰუისენს სამშობლოში თამაშის სურვილი აქვს.
მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული სამივე კლუბი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დასახელებული თანხა მაისის თვეშივე გადაიხადონ, იქამდე კი რეალის ნაბიჯები იქნება გასათვალისწინებელი.
What's Your Reaction?






