უოკერს უკან დაბრუნებას უპირებენ - მილანი კაილით უკმაყოფილოა

უოკერმა იმედები ვერც მილანში გაამართლა

მაი. 13, 2025 - 22:27
 0
უოკერს უკან დაბრუნებას უპირებენ - მილანი კაილით უკმაყოფილოა
34 წლის კაილ უოკერს ბოლო პერიოდში კარიერა თავდაყირა დაუდგა. მანჩესტერ სიტიში მიღებული კრიტიკის შემდეგ ფეხბურთელი მილანში გაანათხოვრეს, თუმცა უოკერმა ვერც როსონერიში გაამართლა.

მილანელებმა ინგლისელი განაპირა მცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით დაიმატეს და როგორც ჩანს, სეზონის ბოლოს უოკერი კვლავ მანჩესტერ სიტიში აღმოჩნდება.

საგულისხმოა, რომ ფეხბურთელთან თანამშრომლობას არც ქალაქელები აპირებენ და სავარაუდოდ, უოკერს ახალი კლუბის ძიება თავადვე მოუწევს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow