"გიორგის ზედა ზღვარი არ აქვს" - რას ამბობს დიეგო ალვესი მამარდაშვილზე

დიეგო ალვესის საქებარი სიტყვები ქართველზე

მაი. 13, 2025 - 22:27
 0
"გიორგის ზედა ზღვარი არ აქვს" - რას ამბობს დიეგო ალვესი მამარდაშვილზე
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას ყოფილი მეკარე, დიეგო ალვესი გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქართველ მეკარეს განვითარების ზედა ზღვარი არ გააჩნია.

მამარდაშვილი არის მეკარე, რომელსაც უდიდესი პროგრესი აქვს. ძალიან აშკარაა განსხვავება იმასთან, როგორი იყო უწინ და როგორია დღეს. მან მიამბო, როგორ უჭირდა თავიდან, როდესაც ესპანურ ენას არ ფლობდა, მაგრამ მან შეძლო სირთულეებთან გამკლავება. დღეს კი ვხედავ მეკარეს, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია.

მას წინ დიდი მომავალი აქვს. ცნობილია, რომ ის ზაფხულში სხვა გუნდში გადავა, კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- ამბობს დიეგო ალვესი ქართველ მეკარეზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow