“ფული სოფელშიც კეთდება. მუშახელის დღიური ანაზღაურება 45 ლარიდან იწყება“ – ფერმერი
„3 წლის წინ როცა დავიწყე მოცვის წარმოება, უფრო დიდი პრობლემა იყო მუშახელის კუთხით. ახლა ხალხი მიხვდა, რომ ამ საქმიდან შეუძლიათ, მიიღონ შემოსავალი“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გურიაში მდებარე მოცვის მწარმოებელი კომპანია „ნამიანის“ დირექტორი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი აცხადებს. მისი თქმით, დღიური ფიქსირებული ანაზღაურება მოცვის კრეფაზე 45 ლარიდან იწყება. „არის მუშახელის პრობლემა. მუშახელის რაოდენობა იზრდება, თუმცა ლიმიტირებულია. […]


„3 წლის წინ როცა დავიწყე მოცვის წარმოება, უფრო დიდი პრობლემა იყო მუშახელის კუთხით. ახლა ხალხი მიხვდა, რომ ამ საქმიდან შეუძლიათ, მიიღონ შემოსავალი“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გურიაში მდებარე მოცვის მწარმოებელი კომპანია „ნამიანის“ დირექტორი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, დღიური ფიქსირებული ანაზღაურება მოცვის კრეფაზე 45 ლარიდან იწყება.
„არის მუშახელის პრობლემა. მუშახელის რაოდენობა იზრდება, თუმცა ლიმიტირებულია. მაგალითად, შარშან წინ დამჭირდა ჯამში 30 მუშა, შარშან 70 – მოძიების პრობლემა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. წელს უკვე მჭირდება 100-მდე პერსონა, მერმის მეტი იქნება საჭირო და ვფიქრობ, მომავალი წლიდან გამიჭირდება საჭირო რაოდენობის მუშახელის პოვნა.
ხალხი აკვირდება სიტუაციას და თანდათან ხვდება, რომ შემოსავალი აკუმულირდება მოცვის კრეფაზე და მოდიან სამუშაოდ. ადამიანები იაზრებენ, რომ ფული სოფელშიც კეთდება და რომ სოფელი მიტოვებული არ უნდა იყოს.
მუშახელის დღიური ანაზღაურება არის კილოგრამობით და 1 კგ-ის მოკრეფით 1.2 ლარს გამოიმუშავებენ. ასევე არის ფიქსირებული დღიური ანაზღაურებაც, თუ დღიურად ვამუშავებთ კადრს, მაშინ 45 ლარიდან იწყება ანაზღაურება და იზრდება იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რა საქმეს აკეთებენ ბაღში“, – განაცხადა ალექსანდრე ჩხიკვიშვილმა.
bpn.ge
What's Your Reaction?






