ახალგაზრდების დატუსაღებას „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით - ბადრი ჯაფარიძე
ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ფეისბუქ პოსტშია ნათქვამი. ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობაა. „პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა ემსახურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა, რის შედეგადაც „ქართული ოცნება“ დაუბრკოლებლად მოიპოვებს სრულ ერთპარტიულ კონტროლს ყველა ინსტიტუციაზე, მმართველობით ორგანოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზეც კი. ამიტომ აბსოლუტურად სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა, დაპირისპირების პროვოცირება და სწორედ ამ მზაკვრულ მიზანს ემსახურება ის ბოლო განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს მიხეილ ყაველაშვილის სახელით. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ამგვარ მცდელობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალისხმევის გაერთიანებით და ერთობით და იქ, სადაც ამას ვერ ვაღწევთ, ერთმანეთის პოზიციების პატივისცემით. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს“, – წერს ბადრი ჯაფარიძე.

ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ფეისბუქ პოსტშია ნათქვამი.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობაა.
„პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა ემსახურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა, რის შედეგადაც „ქართული ოცნება“ დაუბრკოლებლად მოიპოვებს სრულ ერთპარტიულ კონტროლს ყველა ინსტიტუციაზე, მმართველობით ორგანოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზეც კი.
ამიტომ აბსოლუტურად სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.
ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა, დაპირისპირების პროვოცირება და სწორედ ამ მზაკვრულ მიზანს ემსახურება ის ბოლო განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს მიხეილ ყაველაშვილის სახელით.
ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ამგვარ მცდელობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალისხმევის გაერთიანებით და ერთობით და იქ, სადაც ამას ვერ ვაღწევთ, ერთმანეთის პოზიციების პატივისცემით.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს“, – წერს ბადრი ჯაფარიძე.
What's Your Reaction?






