“სილქ როუდ ჯგუფი” ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
“სილქ როუდ ჯგუფი” მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. “დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები”, – […]


“სილქ როუდ ჯგუფი” მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
“დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც “სილქ როუდ ჯგუფი” სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ავრცელებს.
What's Your Reaction?






