რომამ ბრაიტონიდან ევან ფერგიუსონი დაიმატა
რომაში ჯან პიერო გასპერინის ეპოქა იწყება, სადაც ხელმძღვანელობასა და კლუბის გულშემატკივრებს ახალი სეზონისთვის დიდი იმედები აქვთ

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომაელებმა ბრაიტონიდან საიჯარო ხელშეკრულებით ევან ფერგიუსონი დაიმატეს.
როგორც ირკვევა, იტალიურ კლუბს სეზონის ბოლოს ირლანდიელი სტრაიკერის გამოსყიდვის უფლება ექნებათ, ფასი კი 40 მილიონი ევრო გახლავთ.
ფერგიუსონმა ამ დრომდე ბრაიტონში 80 შეხვედრა გამართა და 17 გოლი გაიტანა.
What's Your Reaction?






