მეორე ვარიანტი მალიკ ფოფანაა - გაირკვა ბაიერნის სათადარიგო ალტერნატივა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა ლუის დიასის თაობაზე ბაიერნის წინადადება ორჯერ უკვე დაბლოკა, რეკორდმაისტერი მესამე შეთავაზებას მაინც მოამზადებს

ივლ. 20, 2025 - 21:27
 0
მეორე ვარიანტი მალიკ ფოფანაა - გაირკვა ბაიერნის სათადარიგო ალტერნატივა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა ლუის დიასის თაობაზე ბაიერნის წინადადება ორჯერ უკვე დაბლოკა, რეკორდმაისტერი მესამე შეთავაზებას მაინც მოამზადებს.

როგორც ჩანს, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მაინც შედგება მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული ჯერჯერობით ხაზზე გამოსვლას არ აპირებს.

სხვათა შორის, რომანო იმასაც წერს, რომ თუ ბაიერნს კოლუმბიელი ვინგერი ხელიდან გამოეცლება, მაშინ კლუბი მალიკ ფოფანას ალტერნატივაზე გადაერთვება.

20 წლის მალიკ ფოფანას ტრანსფერით მხოლოდ ბაიერნი არაა დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბელგიელი ვინგერისთვის ჩელსიც იბრძოლებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow