ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგები ცნობილია - რომელ ადგილს იკავებს ხვიჩა

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულმა სეზონმა პსჟ-ს შემადგენლობაში შედეგი უკვე გამოიღო — ქართველი ვარსკვლავი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა...

ივნ. 9, 2025 - 12:27
 0
ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგები ცნობილია - რომელ ადგილს იკავებს ხვიჩა
ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულმა სეზონმა პსჟ-ს შემადგენლობაში შედეგი უკვე გამოიღო — ქართველი ვარსკვლავი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის მნიშვნელოვნად დაწინაურდა. GiveMeSport-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში ის უკვე მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ კვარაცხელია მხოლოდ მე-15 ადგილზე იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებამ და ფინალში გატანილმა გოლმა მისი პოზიცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. გამოცემის შეფასებით, პსჟ-მ იანვარში დიდი შრომა გასწია მის შესაძენად და ახლა უკვე შედეგიც სახეზეა.

"კვარაცხელია ბრწყინვალე სისწრაფით და გამორჩეული ტექნიკით იპყრობს ყურადღებას. მისი თამაშის სტილი უნიკალურია და რთულია მისთვის დაბრკოლების შექმნა — სწორედ ამიტომ მიიჩნევა ისეთ ფეხბურთელად, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედი მარტომ შეცვალოს", — წერს GiveMeSport.

რეიტინგში პირველ პოზიციას ხვიჩას თანაგუნდელი უსმან დემბელე იკავებს, ხოლო ხუთეულში ასევე არიან ლამინ იამალი, რაფინია, მოჰამედ სალაჰი და დეზირე დუე. საბოლოო შედეგები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გახდება ცნობილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow