“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი
სააგენტო "პარალელი" “მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩართვისას, საუბრობს ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობასა და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არსებულ პრობლემებზე, მწვავე შეფასებება-მინიშნებებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში: ,,საქართველოს ძარცვამ მიიღო ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბი, არცერთ დამპყრობელს ასე არ უძარცვია საქართველო, როგორც ესენი ძარცვავენ. მიიტაცეს ტყეები, მიწები… მე რა სულელი ვიყავი, რომ არაფერი არ წამიღია საქართველოდან? […] “მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი მარიამ ხაჩირაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩართვისას, საუბრობს ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობასა და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არსებულ პრობლემებზე, მწვავე შეფასებება-მინიშნებებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში:
,,საქართველოს ძარცვამ მიიღო ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბი, არცერთ დამპყრობელს ასე არ უძარცვია საქართველო, როგორც ესენი ძარცვავენ. მიიტაცეს ტყეები, მიწები… მე რა სულელი ვიყავი, რომ არაფერი არ წამიღია საქართველოდან? იმიტომ, რომ თუ მთავრობაში ხარ, ყველაფერი უნდა გინდოდეს ხალხისთვის.
მდიდარიაო და აღარ მოუნდება გამდიდრებაო – სწორედ ეგ იყო მთავარი შეცდომა. მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ბევრად მეტის წაგლეჯვა. ადამიანისთვის, როდესაც ფულია ყველაფერი, ის ფულს მოიპარავს ხელისუფლებაშიც.
ყველაფერზე, რაზეც მე გაფრთხილებდით და გეუბნებოდით, ახლა ხომ ახლა?!
მე რატომ ჩამოვედი, რატომ გავწირე საკუთარი თავი 2021 წელს?! ცუდად ვიყავი მოწყობილი?! თანამდებობა არ მქონდა?! შემოსავალი არ მქონდა, სახლი არ მქონდა, კარი არ მქონდა თუ რაიმე მაკლდა ცხოვრებაში?! ჩამოვედი იმიტომ, რომ ვკარგავდით საქართველოს! ჩამოვედი იმიტომ, რომ ვიწინასწარმეტყველე ეს ყველაფერი, 2012 წელში გაფრთხილებდით ამ ყველაფრის შესახებ.
ჩვენ მივიღეთ ეს უნიკალური გამოცდილება და ახლა დროზე უნდა გავუშვათ, მოვაშოროთ ესენი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი
“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი
მარიამ ხაჩირაშვილი
What's Your Reaction?






