"რომ გამთიშა, დარტყმა საერთოდ ვერ ვიგრძენი" - ჰოლოუეი თოფურიასთან ბრძოლის მომენტს იხსენებს

"რომ გამთიშა, დარტყმა საერთოდ ვერ ვიგრძენი" - ჰოლოუეი თოფურიასთან ბრძოლის მომენტს იხსენებს

ივლ. 18, 2025 - 04:57
 0
"რომ გამთიშა, დარტყმა საერთოდ ვერ ვიგრძენი" - ჰოლოუეი თოფურიასთან ბრძოლის მომენტს იხსენებს
MMA-ს ვეტერანმა მებრძოლმა მაქს ჰოლოუეიმ, რომელმაც ილია თოფურიას წინააღმდეგ მარცხი რამდენიმე თვის წინ იწვნია, საკუთარ განცხადებას განმარტება გაუკეთა. საქმე იმაშია, რომ ჰავაელი მებრძოლის მიერ გაცემულ პირველ კომენტარს — სადაც ჯასტინ გეიჯის დარტყმები თოფურიას დარტყმებზე უფრო ძლიერად შეაფასა — მყისიერად მოჰყვა კრიტიკა როგორც ქართველ, ასევე ესპანელ გულშემატკივრებს შორის. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჰოლოუეი თოფურიას დარტყმის ძალას აბუჩად იგდებდა და გამარჯვებას აკნინებდა.

თუმცა ჰოლოუეიმ ახალ ინტერვიუში განმარტა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული:

"სინამდვილეში ვთქვი, რომ ჯასტინისგან ბევრად მტკივნეული დარტყმები მივიღე, რადგან მისი ძალა მახსოვს. რაც შეეხება თოფურიას – რომ გამთიშა, დარტყმა საერთოდ ვერ ვიგრძენი. ილიამ ჩემი დაბლა დაგდება მოახერხა, ამიტომ ცხადია, რომ ძლიერი ხელი აქვს.“

მან აღნიშნა, რომ გაუხარდა, როცა ამ თემაზე კითხვა დაუსვეს, რადგან საშუალება მიეცა, არასწორი ინტერპრეტაცია გაესწორებინა:

"თქვენი შეკითხვა ძალიან გამიხარდა, რადგან ესპანელი ხალხი საბოლოოდ გაანალიზებს, რომ ინტერვიუსთვის ბოლომდე არ უყურეს და კამათი უაზროდ დაიწყეს."

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჰოლოუეი წლის დასაწყისში ბრძოლაში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

რაც შეეხება ჰოლოუეის, ის მომდევნო შეხვედრას ამ კვირას, ლუიზიანაში, დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართავს. ეს მათ შორის მესამე დაპირისპირება იქნება და BMF ქამარი თამაშდება. დაძაბულობის ფონზე, პორიე საჯაროდ აცხადებს, რომ ეს შესაძლოა მისი კარიერის ბოლო ბრძოლა იყოს, რაც შეხვედრას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow