კრიშტიანუ რონალდუს მიერ ერთა ლიგის მოგებით და 40 წლის ასაკში თამაშით აღფრთოვანებულია ბარსელონას ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუილი, რომელმაც პორტუგალიელის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.
კრიშტიანუს მიერ მიღწეული ციფრები მასზე ბევრს მეტყველებს. მან 25 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა და ეს ციფრები მართლაც უმნიშვნელოვანესია.
ის არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში გადამწყვეტი როლი აკისრია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც, რასაც მისი გლობალური რეპუტაცია განაპირობებს.
- თქვა პუიოლმა.