"როცა აქ ჩამოვედი, გულშემატკივრებმა.." - პორტუგალიაში ლომინაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს
"ეშტორილმა" 21-წლამდე ნაკრების კაპიტნის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

პორტუგალიურ კლუბ "ეშტორილს" ოფიციალურად შეუერთდა ქართველი ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე – ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გუნდის პრესსამსახურმა დაადასტურა.
23 წლის ფეხბურთელმა შეთანხმებას ხელი 2029 წლამდე მოაწერა და გახდა პირველი ქართველი, რომელიც "ეშტორილის" მაისურს მოირგებს. ლომინაძე გუნდში 66-ნომრიანი ფორმით გამოვა.
ლომინაძე თბილისის "დინამოდან" გადავიდა, სადაც მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. მისი კარიერის მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება 2020 წელს „დინამოსთან“ ერთად მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა.
194 სმ სიმაღლის ნახევარმცველი ცნობილია ფიზიკური სიძლიერით. ლომინაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 17-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანაც მოახერხა. მისი პორტუგალიასთან პირადი ისტორია უკვე არსებობს – ახალგაზრდა ნახევარმცველი ორჯერ დაუპირისპირდა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე 2023 და 2025 წლებში.
კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი ლეგიონერის ჩამოსვლას გულშემატკივრებმა თბილად მიესალმნენ. თავად ლომინაძემ თქვა:
"როდესაც ჩამოვედი, განსაკუთრებით გულშემატკივრის თბილი დახვედრა მომეწონა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ეშტორილში" თამაშის შესაძლებლობა მაქვს."
ამ ტრანსფერით ლომინაძე იწყებს კარიერის ახალ ეტაპს ევროპულ ფეხბურთში და მისი პროგრესი პორტუგალიურ ლიგაში ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ამბავი შეიძლება გახდეს.
What's Your Reaction?






