რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრის ცნობით, რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ინფორმაციით, ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს. ცნობისთვის, 30 ივლისს უძლიერესი მიწისძვრა მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის მხარეში. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 8,7 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ […] The post რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა appeared first on .

აგვ. 3, 2025 - 16:57
 0
რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრის ცნობით, რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ინფორმაციით, ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.

ცნობისთვის, 30 ივლისს უძლიერესი მიწისძვრა მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის მხარეში. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 8,7 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 149 კილომეტრში, 17 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრამ კამჩატკის სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია.

The post რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow