რა მტკიცებულებები არ ჰქონდა პროკურატურას გიორგი ახობაძის საქმეში? – სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს ეხმიანება. იოსელიანის განცხადებით, ის იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში. სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2025 წლის 6 აგვისტოს მიღებულ გამამართლებელ განაჩენს. მოცემულ საქმეზე სახალხო […] The post რა მტკიცებულებები არ ჰქონდა პროკურატურას გიორგი ახობაძის საქმეში? – სახალხო დამცველი appeared first on .

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს ეხმიანება.
იოსელიანის განცხადებით, ის იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში.
სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2025 წლის 6 აგვისტოს მიღებულ გამამართლებელ განაჩენს.
მოცემულ საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს, 2025 წლის 24 მარტს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა და ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ადამიანის უფლებების კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტები, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნასა და მოპოვებას არსებით მნიშვნელობა აქვს პირის პასუხისგებაში მისაცემად.
ისეთ შემთხვევებში, როდესაც პოლიციელებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების შესაძლებლობა და აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში,” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ცნობისთვის, სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
The post რა მტკიცებულებები არ ჰქონდა პროკურატურას გიორგი ახობაძის საქმეში? – სახალხო დამცველი appeared first on .
What's Your Reaction?






