რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“ . აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 20 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა, თუმცა დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან. აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს. უწყვეტი პროტესტის 205-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული […]

ივნ. 21, 2025 - 02:27
 0
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“ . აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 20 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა, თუმცა დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან.
აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს.
უწყვეტი პროტესტის 205-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow